“მანჩესტერ იუნაიტედის” ნახევარმცველმა, მაიკლ კერიკმა შესაძლოა “ვესტ ჰემთან” მატჩში დაცვის ცენტრში ითამაშოს.
შეგახსენებთ, რომ კლუბს სერიოზული პრობლემები აქვს თავდაცვის ცენტრში – ჯონი ევანსი და ფილ ჯონსი ტრავმის შემდეგ მკურნალობენ, ტაილერ ბლეკეტი კი დისკვალიფიცირებულია.
როგორც The Independent-ი იუწყება, ლუი ვან გაალი კერიკს უკვე შეუთანხმდა ამპლუის შესაძლო შეცვლაზე.
|