The SoccerNews


საიტის მენიუ
მინი-ჩეთი
ჩვენი გამოკითხვა
Оцените мой сайт
სულ პასუხი: 4
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2014 » სექტემბერი » 24 » საკადრო პრობლემები “ემიუში” შოუს დებიუტს დააჩქარებს
18:21
საკადრო პრობლემები “ემიუში” შოუს დებიუტს დააჩქარებს
Manchester United v Los Angeles Galaxy

“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელის, ლუი ვან გაალის განკარგულებაში “ვესტ ჰემთან” მატჩში მხოლოდ ოთხი მცველი იქნება.

“ლესტერთან” განცდილი სასირცხვილო მარცხის შემდეგ, “ემიუს” ორი ცენტრალური მცველი გამოაკლდა – ტაილერ ბლეკეტი უახლოეს მატჩს დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს, ჯონი ევანსმა კი ტრავმა მიიღო და გაურკვეველი ვადით იუქმებს.

“ჩაქუჩებთან” საშინაო შეხვედრაში ვან გაალს მხოლოდ რაფაელი, კრის სმოლინგი, მარკოს როხო და ლუკ შოუ ეყოლება, ეს უკანასკნელი “მანჩესტერ იუნაიტედში” უკვე სამი თვეა ირიცხება, თუმცა “წითელი ეშმაკუნების” რიგებში დებიუტი დღემდე არ ჰქონია.

შოუ წინასასეზონო მზადებისას “ემიუს” ახალმა თავკაცმა მკაცრად გააკრიტიკა – ვან გაალმა 19 წლის მცველი დუბლებში დააქვეითა, რადგან “სოტონის” ექსფეხბურთელის ფიზიკური ფორმით უკმაყოფილო გახლდათ, რომელიც 3-5-2 სქემისთვის მზად არ იყო. ძალიან მალე, შოუმ მუხლქვეშა მყესის ტრავმა მიიღო და ოთხი კვირით ლაზარეთში გადაინაცვლა.

“ემიუს” ექსმწვრთნელი რენე მელენსტენი დარწმუნებულია, რომ ლუი ვან გაალი ცდება, რადგან ლუკ შოუს ყურადღებას არ აქცევს, რომელიც მანჩესტერელებმა 38 მილიონ ევროდ იყიდეს.

“მიკვირს, რატომ არ აფასებს ლუი შოუს და მას თამაშის საშუალებას არ აძლევს. იგი ძალიან სწრაფი ფეხბურთელია, რომელსაც კარგი დარტყმა აქვს, მიუხედავად ამისა, მას კიდევ ბევრის სწავლა მოუწევს, რათა “ემიუს” დონეს მიაღწიოს. თუმცა, ისიც აღსანიშნავია, რომ შოუს უზარმაზარი პოტენციალი აქვს”, – განაცხადა ჰოლანდიელმა.

ნანახია: 564 | დაამატა: levkot20 | ტეგები: პრემიერ ლიგა, ინგლისი, ემიუ | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
avatar
შესვლის ფორმა
ძებნა
კალენდარი
«  სექტემბერი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები
  • Create a free website
  • uCoz Community
  • uCoz Textbook
  • Video Tutorials
  • Official Templates Store
  • Best Websites Examples
  • Copyright soccernes.ucoz.ru © 2024 all rigth recerved