ნეაპოლური კლუბის ბოსები იტალიელის კანდიდატურას გუნდის ამჟამინდელი მენტორის, რაფაელ ბენიტესის შემცვლელად განიხილავენ.
“მან სიტის” ექსთავკაცი რობერტო მანჩინი უკვე უახლოეს პერიოდში შეიძლება “ნაპოლის” სათავეში ჩაუდგეს.
იტალიური პრესის ინფორმაციით, ნეაპოლელთა ხელმძღვანელობამ შეიძლება გუნდის ამჟამინდელი თავკაცი რაფაელ ბენიტესი სეზონის სტარტზე გუნდის მიერ ნაჩვენები არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო გაათავისუფლოს.
შეგახსენებთ, რობერტო მანჩინის ბოლო სამუშაო ადგილი თურქული “გალათასარაი” გახლდათ, რომელმაც მასთან კონტრაქტი წინა სეზონის დასრულებამდე გაწყვიტა.
|